Geo_წარმატებული სვლა 2047 days ago Quote('390065','390065','5','113')">Report spam ყველაფერი დაიწყო 1996 წელს, როდესაც ჯეოსელი გახდა პირველი GSM ოპერატორი საქართველოში (900 mhz სიხშირეზე), კომპანიამ პირველი ზარი განახორციელა 1997 წლის 15 მარტს. მაშინ კომპანიის დამფუძნებელები იყვნენ თურქული და ქართული მხარეები. ქართული მხარე საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახლდათ. 2001 წლის 27 მარტს ჯეოსელისა და საქართველოში მესამე GSM ოპერატორის GT მობილურის შერწყმის შედეგად, ჯეოსელი GT მობილურის სრულუფლებიანი მფლობელი გახდა (1800 mhz სიხშირეზე), რასაც მალევე მოჰყვა ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენა - წინასწარი გადახდის სისტემის, ლაი-ლაის შემოღება.
2003 წლიდან კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელია მსოფლიო კავშირგაბმულობის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, შვედურ-ფინური კომპანია TeliaSonera. შესაბამისად, ჯეოსელი გახდა ისეთი ძლიერი ჯგუფის წევრი, როგორიცაა Fintur Holdings B.V. ამ ჯგუფის წევრები არიან აზერბაიჯანში (Azercell), მოლდოვაში (Moldcell), ყაზახეთში (Kcell) მოქმედი GSM ოპერატორები.
2006 წლის მაისში ჯეოსელი ე.წ. UMTS ლიცენზიის მფლობელი ხდება (2100 mh სიხშირეების სპექტრი). უახლოეს მომავალში UMTS ლიცენზია აბონენტებს საშუალებას მისცემს ეზიარონ მესამე თაობის ტექნოლოგიების სამყაროს შესაძლებლობებს, როგორიცაა მაღალსიჩქარიანი მონაცემთა გადაცემა (2 მბ/წმ-მდე), ვიდეო გამოსახულების გადაცემა, მობილური ტელევიზია და მათზე დაფუძნებული მრავალი სხვა სერვისი.
Comments: 0 Views: 1353
|