კომპანია Geocell_ის ინოვაციური პროექტები Posted by: geocell geocell 2047 days ago  1999 წელს ჯეოსელი ევერესტზე ქართველ მთასვლელთა ექსპედიციის ერთ-ერთი სპონსორია 2000 წელს ჯეოსელმა თბილისის საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი" დააფინანსა 2000 წელს კომპანია ჯეოსელის პატრონაჟით, გაიმართა ქართულ საჩოგბურთო სივრცეში მეორე სერიოზული პროექტი - მამაკაცთა ტურნირი GEOCELL CUP ჯეოსელი 2000 წლიდან ატარებს ყოველწლიურ ფოტოკონკურსს და ფოტოგამოფენას გალერეა TMS-ში 2000 წლის შემოდგომაზე სოფელ აკურაში, კახეთში ჯეოსელის ტყე გაჩნდა 2000 წელს დაარსდა ეროვნულ საკალათბურთო გუნდი - "სტუ ჯეოსელი" 2001 წლის გაზაფხულზე სოფელ აკურაში კიდევ 1500 ხე დაირგო. ეს აქცია განხორციელდა ფონდ არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე დედამიწასთან" ერთად 2003 წელს ჯეოსელმა დააფინანსა ოთხი სპორტული, ექვსი კულტურული და ხუთი საქველმოქმედო აქცია 2003 წლის იანვარში დასრულდა ჯეოსელის საქველმოქმედო აქცია, რომელიც 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრით დაზარალებულთა ოჯახების დახმარებას ითვალისწინებდა - აქციის წყალობით, 30 იანვარს გამართული გამჭვირვალე კენჭისყრით, თბილისის ოთხმა ოჯახმა ჯეოსელისგან საჩუქრად ოროთახიანი ბინები მიიღო 2003 წელს თბილისის შემოსასვლელში დავით აღმაშენებლის სახელობის ხეივანში არტ-იმედის მომღერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ათასამდე კაკლის ხე დარგო. ჯეოსელი კვლავაც აპირებს ეკოლოგიური აქციების გაგრძელებას ჯეოსელი 2003 წლის საუკეთესო სიმღერის გენერალური სპონსორია 2004 წლის მაისში, ჯეოსელის ფინანსური მხარდაჭერით, ჩატარდა სტუდენტური დღეები თბილისში 2004 წლის პირველ ივნისს მურმან იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში გაიხსნა ბავშვთა გადაუდებელი დახმარების სპეციალური ცენტრი. ამ იდეის ხორცშესხმა შესაძლებელი გახდა შემოწირულობათა ფონდის მეშვეობით, რომელშიც საქართველოში წარმატებით მოღვაწე მსხვილი კომპანიები გაერთიანდნენ, მათ შორის ჯეოსელს გამორჩეული ადგილი უკავია 2004 წელს ჯეოსელმა შესთავაზა უნიკალური შანსი მათ, ვინც ესტრადის ვარსკვლავობაზე ოცნებობს - ჩაატარა კონკურსი "ჯეოსტარი" ჯეოსელი - მის საქართველო 2004- ის ერთ-ერთი სპონსორია ჯეოსელი არის პოპულარული სატელევიზიო შოუს "ვის უნდა ორმოცდაათი ათასის" სპონსორი ჯეოსელის დაფინანსებით, გაიმართა ეგზოტიკური აქცია "კავკასიური ცარცის წრე ჯეოსელის რადიუსში", ნიშნად საყოველთაო კონსოლიდაციისა ჯეოსელი აქტიურად უჭერს მხარს სპორტის განვითარებას. ამის დასტურია რენა აბჟანდაძის სახელობის ჩოგბურთის ყოველწლიური ტურნირის მხარდაჭერა. 2005 წელს ჯეოსელმა ფინანსური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს ნორჩ გამომგონებელთა გამოფენა-კონკურსს. 2005 წელს ჯეოსელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მდებარე არტ-თერაპიის განყოფილების ამოქმედებაში. 2005 წელს გამართულ ტელე-მარათონზე, რომლის მიზანიც იყო სტიქიით დაზარალებულთა დახმარება, ჯეოსელმა არა მხოლოდ საორგანიზაციო ხელშეწყობა განახორციელა, არამედ ფინანსური დახმარებაც გაუწია სტიქიით დაზარალებულებს. ჯეოსელის მხრიდან კვლავაც გრძელდება სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა . 2005 წელს ჯეოსელი ლეილა მესხის სახელობის ჩოგბურთის აკადემიაში ჩატარებული შეჯიბრების მთავარი სპონსორი იყო .საავტორო უფლებები დაცულია კომპანია Geocell_ის მიერ ჩვენთან განთავსებული ინფორმაცია ეკუთვნის კომპანია Geocell_ს
Comments: 2 Views: 1212 Group: General |
კომპანია Geocell_ის მიღწევები და ჯილდოები Posted by: geocell geocell 2047 days ago  2000 წ. - წლის ყველაზე ქველმოქმედი კომპანია. "მედია ჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსი" 2000 წ. - წლის საუკეთესო სარეკლამო კამპანია 2001 წელს კანში მსოფლიო კონგრესზე ორი გრან-პრი მიიღო ნომინაციებში - საუკეთესო GSM რეკლამა და საზოგადოებრივი საქმიანობა 2001 წლის საუკეთესო საზოგადოებასთან ურთიერთობა - მედია ჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსი" 2001 წლის საუკეთესო ბიზნეს კომპანიის ტიტულის მოპოვებისთვის გადაეცა ოქროს მედალი 2002 წლის ყველაზე ეფექტური სარეკლამო კამპანია - მედია ჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსი" 2002 წლის ყველაზე პოპულარული კამპანია - მედია ჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსი" 2003 წელს სპეციალური პრიზები - მედია ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმსი და "გორბი" კვლევითი ასოციაცია: - კავშირგაბმულობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის - ეფექტური მარკეტინგი - საუკეთესო საზოგადოებრივი ურთიერთობები - ქველმოქმედებისთვის 2003 წელს ჯეოსელი დასახელდა წლის საუკეთესო უცხოურ კომპანიად - კონსორციუმი "ქართული ბიზნეს ლობი" 2004 წელს - GSM მსოფლიო კონგრესზე კვლავ ორი პროექტი წარადგინა: - საუკეთესო კომერციული რეკლამა (როუმინგ სერვისის სარეკლამო რგოლი) - მიწისძვრის პროექტი ნომინაციისთვის - მობილური და საზოგადოება, რისთვისაც დაიმსახურა შესაბამისი სიგელი. 2005 წელი- კვლევითი ორგანიზაციის გორბი გელაპის საერთაშორისო ცენტრის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით წლის საუკეთესო კომპანიად ჯეოსელი დასახელდა. ჯეოსელი აგრეთვე საუკეთესოდ იქნა აღიარებული, მარკეტინგის, ფინანსების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სფეროში. 2005 წელი- კომპანია Global Idea და გაზეთ Georgian Business Week ერთობლივი გამოკითხვის საავტორო უფლებები დაცულია კომპანია Geocell_ის მიერ ჩვენთან განთავსებული ინფორმაცია ეკუთვნის კომპანია Geocell_ს
Comments: 0 Views: 617 Group: General |
Geo_წარმატებული სვლა Posted by: geocell geocell 2047 days ago 
ყველაფერი დაიწყო 1996 წელს, როდესაც ჯეოსელი გახდა პირველი GSM ოპერატორი საქართველოში (900 mhz სიხშირეზე), კომპანიამ პირველი ზარი განახორციელა 1997 წლის 15 მარტს. მაშინ კომპანიის დამფუძნებელები იყვნენ თურქული და ქართული მხარეები. ქართული მხარე საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახლდათ. 2001 წლის 27 მარტს ჯეოსელისა და საქართველოში მესამე GSM ოპერატორის GT მობილურის შერწყმის შედეგად, ჯეოსელი GT მობილურის სრულუფლებიანი მფლობელი გახდა (1800 mhz სიხშირეზე), რასაც მალევე მოჰყვა ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენა - წინასწარი გადახდის სისტემის, ლაი-ლაის შემოღება.
2003 წლიდან კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელია მსოფლიო კავშირგაბმულობის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, შვედურ-ფინური კომპანია TeliaSonera. შესაბამისად, ჯეოსელი გახდა ისეთი ძლიერი ჯგუფის წევრი, როგორიცაა Fintur Holdings B.V. ამ ჯგუფის წევრები არიან აზერბაიჯანში (Azercell), მოლდოვაში (Moldcell), ყაზახეთში (Kcell) მოქმედი GSM ოპერატორები.
2006 წლის მაისში ჯეოსელი ე.წ. UMTS ლიცენზიის მფლობელი ხდება (2100 mh სიხშირეების სპექტრი). უახლოეს მომავალში UMTS ლიცენზია აბონენტებს საშუალებას მისცემს ეზიარონ მესამე თაობის ტექნოლოგიების სამყაროს შესაძლებლობებს, როგორიცაა მაღალსიჩქარიანი მონაცემთა გადაცემა (2 მბ/წმ-მდე), ვიდეო გამოსახულების გადაცემა, მობილური ტელევიზია და მათზე დაფუძნებული მრავალი სხვა სერვისი.
Comments: 0 Views: 1353 Group: General |